გერმანიის საგარეო უწყება – საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს

საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ზურგს აქცევს.
ამასთან გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში მოწოდებაა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიებისკენ.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, როგორ აქცევს ზურგს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს საქართველოს ხელისუფლება. ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევები დაფიქსირდა. ჩვენი მოწოდება ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიებაა. ასევე, საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კონტექსტში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი ღონისძიებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია