ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის საგარეო: უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოსთან

გერმანიის საგარეო: უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოსთან

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის კონტექსტში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოსთან.
"რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, როგორ აქცევს ზურგს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს დარღვევები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიებისკენ. ასევე, უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოსთან, მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერის ღონისძიებები საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის კონტექსტში" - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.