პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელის გაავისუფლებას ითხოვს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელის გაავისუფლებას ითხოვს
"სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, რომელიც ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელსა და ანდჟეი პოჩობუს გადასცა, მთელ მსოფლიოში სოლიდარობის მკაფიო სიგნალს უგზავნის ყველა ჟურნალისტს სიმართლის ხმამაღლა თქმის გამბედაობისთვის. მოვუწოდებთ მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ", — წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე.
22 ოქტომბერს, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს, სახაროვის პრიზი 2025 გადაეცა. მას, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.