ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლაა საჭირო, რათა დასავლეთის მხარდაჭერა სარწმუნო დარჩეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლაა საჭირო, რათა დასავლეთის მხარდაჭერა სარწმუნო დარჩეს

უკრაინამ კორუფციის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.
„უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლაა საჭირო, რათა დასავლეთის მხარდაჭერა სარწმუნო დარჩეს. ამ მიმართულებით უკრაინასა და მის დამოუკიდებელ ორგანოებს მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა ვადეფულმა.
მანამდე, გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, სტეფან კორნელიუსმა უკრაინას ენერგეტიკის სექტორში კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების შესახებ გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ენერგეტიკის სექტორში 100 მილიონი დოლარის კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებდა. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ კორუფციულ სქემაში მონაწილე შვიდ პირს ბრალი წაუყენა, კერძოდ, ბირთვულ სააგენტო „ენერგოატომში“ შესყიდვების კონტროლის გამო. გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორში კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იუსტიციის მინისტრ გერმან გალუშენკოს უფლებამოსილება შეუჩერა, ხოლო უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, სვეტლანა ჰრინჩუკმა თანამდებობის დატოვების შესახებ გამოაცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.