ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის პროკურორები: თავდასხმების დაგეგმვის ეჭვის საფუძველზე დაკავებულია "ჰამასის" ოთხი წევრი

გერმანელი პროკურორები 14 დეკემბერს აცხადებენ, რომ ევროპაში ებრაულ ინსტიტუტებზე თავდასხმების დაგეგმვის ეჭვის საფუძველზე დაკავებულია აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასის" ოთხი წევრი.
სამი ეჭვმიტანილი დააკავეს ბერლინში, მეოთხე - ჰოლანდიაში.
გერმანიის იუსტიციის მინისტრი, მარკო ბუშმანი განცხადებაში წერს, რომ ბოლო კვირებში ქვეყანაში გახშირდა თავდასხმები ებრაელებზე და ებრაულ ინსტიტუტებზე.
"რაც შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენს ქვეყანაში ებრაელებს აღარ ჰქონდეთ შიში თავიანთი უსაფრთხოების თაობაზე" - წერს მინისტრი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.