ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის ერთ-ერთ საავადმყოფოში “ჰამასის” 70-ზე მეტი წევრი დააკავეს

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე საავადმყოფოში “ჰამასის” 70-ზე მეტი წევრი დააკავეს. უწყების სპიკერის თქმით, მებრძოლები ისრაელის შეიარაღებულ ძალებს იარაღთან ერთად ჩაბარდნენ, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საპასუხოდ, “ჰამასის” მიერ მართულ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელმა, საავადმყოფოს ბლოკირებით, სამედიცინო პერსონალს ხელი შეუშალა, ეზრუნა 10 დაშავებულ ადამიანზე. შედეგად, ექიმების ყურადღების გარეშე დარჩენილი ორი პაციენტი გარდაიცვალა.
7 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, ისრაელი “ჰამასს” საავადმყოფოების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით, როგორიც არ უნდა იყოს უხეში ინტერესები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, იქაც კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები