ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის პოლიცია: მანჰაიმში ხალხში მანქანის შეჭრის ინციდენტში არ იკვეთება ექსტრემისტული კონტექსტი

გერმანიის პოლიცია: მანჰაიმში ხალხში მანქანის შეჭრის ინციდენტში არ იკვეთება ექსტრემისტული კონტექსტი

გერმანიის რეგიონული შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 3 მარტს ქალაქ მანჰაიმში ხალხში მანქანის შევარდნის ინციდენტში არ იკვეთება ექსტრემისტული ან რელიგიკური კონტექსტი.
ინციდენტს ემსხვერპლა სულ მცირე ორი ადამიანი, არიან დაჭრილები.
"ამ მომენტისთვის არ გვაქვს ინდიკატორები ექსტრემისტული ან რელიგიური ფონისა, ამ აქტის კონკრეტულ მოტივაციასთან მიმართებით" - უთხრა გერმანიის მიწის, ბადენ-ვიურტემბერგის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტომას სტრობლმა ჟურნალისტებს. "მოტივები შესაძლოა უფრო უკავშირდებოდეს ჩამდენის საკუთარ, პირად გარემოებებს. თუმცა გამოძიება მიმდინარეობს" - დასძინა მან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.