გერმანიაში მანქანა ხალხში შევარდა, დაღუპულია ორი ადამიანი

გერმანიაში, ქალაქ მანჰეიმში მანქანა ხალხში შევარდა, შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
გერმანული გამოცემების ცნობით, შავი ჯიპი დიდი სიჩქარით ქალაქში მოწყობილ საკარნავალო ბაზრობაზე შევარდა.
გერმანიის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი დაკავებულია. მათივე ცნობით, მძღოლი 40 წლის გერმანელი კაცი იყო. უცნობია ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა თუ არა.
ხელისუფლება მომხდარს თავდასხმად არ აფასებს.
ბოლო თვეების განმავლობაში გერმანიაში მანქანის ხალხში შევარდნის ორი შემთხვევა იყო. რამდენიმე კვირის წინ მიუნხენში მანქანის ხალხში შევარდნისას ორი ადამიანი დაიღუპა. პროკურორებმა განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი ავღანელი იყო.
დეკემბერში ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მანქანის შევარნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა. ეჭვმიტანილი ექიმი იყო საუდის არაბეთიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?