არქივი16 დეკემბერი, 2024, 21:54
გერმანიის პარლამენტმა ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

გერმანიის პარლამენტმა ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ბუნდესტაგში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 394-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 116-მა თავი შეიკავა, ხოლო 207-მა შოლცის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ახლა პარლამენტის დათხოვნის მიზნით გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს უნდა მიმართოს.
გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.