ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის პარლამენტმა ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება

გერმანიის პარლამენტმა ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება

394-ხმით 207-ის წინააღმდეგ, გერმანიის პარლამენტმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება.
მთავრობის წინააღმდეგ ხმა დააფიქსირეს უმსხვილესმა ოპოზიციურმა ფრაქციებმა, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ და „ქრისტიან-სოციალისტურმა კავშირმა“. ასევე, მმართველი კოალიციიდან გასულმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“.
შოლცის მიმართ უნდობლობა დააფიქსირეს „სარა ვაგენკნეხტის კავშირმა“ და „ალტერნატივამ გერმანიისთვის“.
ახლა, პროცედურულად, კანცლერი ოლაფ შოლცი პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნით პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს მიმართავს.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.