ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - გერმანია რუსული დეზინფორმაციის მიმართ უფრო გამძლე უნდა გახდეს - პუტინთან ამ სფეროშიც არ უნდა დავთმოთ

გერმანია რუსული დეზინფორმაციის მიმართ უფრო გამძლე უნდა გახდეს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
„პუტინთან ამ სფეროშიც არ უნდა დავთმოთ და მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ გამძლეები უნდა გავხდეთ, ზოგადად, როგორც სახელმწიფო და როგორც საზოგადოება“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანს უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება და ნატო-ს მიმართ უნდობლობის გაღვივება წარმოადგენს.
„ასევე, პუტინს სურს და ეს მისი მუდმივი მცდელობაა, რომ ჩვენსა და ჩვენს მოკავშირეებს შორის განხეთქილება გამოიწვიოს და თავისუფალი დასავლური საზოგადოებები დაყოს“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.