ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის ომს ჰიტლერის გერმანიის მიერ 1938 წელს ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიის ანექსიას ადარებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის ომს ჰიტლერის გერმანიის მიერ 1938 წელს ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიის ანექსიას ადარებს და აცხადებს, რომ ევროპა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ფართომასშტაბიანი შეტევისთვის უნდა მოემზადოს.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება, როცა უკრაინის წინააღმდეგ ომი დასრულდება.
„მანაც გარკვევით თქვა ეს. ისევე ნათლად, როგორც ჰიტლერმა, რომელიც ასევე ყოველთვის ამბობდა, რომ არ გაჩერდებოდა“, - აღნიშნა ბორის პისტორიუსმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.