გერმანიის ვიცე-კანცლერი დაუგეგმავი ვიზიტით კიევში ჩავიდა
გერმანიის ვიცე-კანცლერი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა კიევში ჩასვლისას აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი იმის ნიშანია, რომ გერმანია უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას აგრძელებს.
„რუსეთის სასტიკი და უკანონო დაპყრობითი ომის მესამე წელსაც კი, გერმანია უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას“, - განაცხადა რობერტ ჰაბეკმა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა, რობერტ ჰაბეკი მოლაპარაკებებს უკრაინის ეკონომიკის მინისტრთან, იულია სვირიდენკოსთან და ენერგეტიკის მინისტრთან, გერმან გალუშენკოსთან გამართავს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.