ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის კანცლერი პეკინში ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში იმყოფება. კანცლერი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრის დროს სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და გერმანიას მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები აქვთ, რაც სტაბილური ტემპით კიდევ უფრო ღრმავდება.
თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია და ჩინეთი ტექნოლოგიის სფეროებში მოწინავე ქვეყნები არიან და მათ შორის მხოლოდ სამართლიანი და ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს.
ოლაფ შოლცი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. შოლცთან ერთად, ჩინეთში იმყოფებიან გერმანული ბიზნესის წარმომადგენლებიც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.