გერმანიის ელჩი: “ჰაიდელბერგ ცემენტი” გავიდა ქართული ბაზრიდან; ტენდენცია კარგი არ არის

გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოს ბაზრიდან გავიდა „ჰაიდელბერგ ცემენტი”. დიპლომატის კომენტარს BMG ავრცელებს. ელჩმა ამის შესახებ „საქმიანი დილის“ რუბრიკაში „საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე“ საუბრისას განაცხადა

წამყვანის კითხვას, რომელიც ქართული და გერმანული კომპანიების ურთიერთობას, ასევე გერმანიიდან საქართველოში შემოსული ინვესტიციების ტენდენციას,  ფიშერი პასუხობს, რომ საქართველოდან ისეთი მსხვილი გერმანული კომპანია გავიდა, როგორიც „ჰაიდელბერგ ცემენტი“ იყო.

„უახლესი მონაცემების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. ვივარაუდებ, რომ ტენდენცია იკლებს და ჩემი პროგნოზით, შემცირდება, თუ საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დაშორდება. ეს, უბრალოდ, არ არის ძალიან საინტერესო გერმანელი ინვესტორებისთვის. ეს არის პატარა ბაზარი, რომელიც არ არის ინტეგრირებული სხვა დიდ ბაზარზე. საქართველო ჩვენი დიდი ქალაქების ზომაა, ხომ ასეა? და ამჟამად, ინვესტიციაც კი არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვყავს რამდენიმე კომპანია, რომლებიც აქ ინვესტიციას არც თუ ისე დიდი თანხებით და არც თუ ისე მაღალი დამატებითი ღირებულების აქტივობით ახორციელებენ. ისეთი კომპანიაც კი, როგორიც “ჰაიდელბერგ ცემენტია”, გავიდა ქართული ბაზრიდან. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია. მან თავისი წილი გაყიდა. ასე რომ, ტენდენცია კარგი არ არის“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს