ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის ელჩი - ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიასა და სხვებზე თავდასხმა, ზიანის მიყენება, მიუღებელია - საით მიდიხარ, საქართველო?

გერმანიის ელჩი - ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიასა და სხვებზე თავდასხმა, ზიანის მიყენება, მიუღებელია - საით მიდიხარ, საქართველო?

ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიაზე თავდასხმა მიუღებელია - საით მიდიხარ საქართველო?, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
„რვა ელჩი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს სოლიდარობის გამოსახატავად საავადმყოფოში ეწვია. ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიასა და სხვებზე თავდასხმა და მათთვის ზიანის მიყენება მიუღებელია. გვითხრეს, რომ პოლიცია რამდენიმე მეტრში იყო და არ ჩარეულა. საით მიდიხარ, საქართველო?“, - წერს პიტერ ფიშერი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.