გერმანიის ახალი მთავრობა მოუწოდებს ოცნებას, შეცვალოს პოლიტიკური კურსი

გერმანიის ახალი მთავრობა ქართულ ოცნებას მოუწოდებს, უარი თქვას დეზინფორმაციაზე, ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიულ რიტორიკაზე, შეცვალოს პოლიტიკური კურსი და შეწყვიტოს თავდასხმა გერმანიის ელჩზე პიტერ ფიშერზე.

ეს ნათქვამია წერილში, რომელიც გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფორმულას კითხვის პასუხად გამოუგზავნა.

“გერმანია და ევროკავშირი იმეორებენ მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, შეწყვიტოს ევროპის პოზიციებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით ყალბი ნარატივების გავრცელება და შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერაციული მთავრობის პოზიციას.

შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ გრძელდება აგრესიული რიტორიკა ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიმართ. გერმანიის ელჩზე თავდასხმა მიუღებელია”, – უთხრა ფორმულას გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: 72 წლის პედიატრის 5 წლით საპატიმროში გაშვება იმ პროვოკაციაში მონაწილეობისთვის, რომელიც „ოცნებისა“ და მათი „სუსის“ რიგებში დაიგეგმა, კიდევ ერთხელ ფარდას ხდის მათ ძალადობრივ მეთოდებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად