ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის ახალი მთავრობა მოუწოდებს ოცნებას, შეცვალოს ანტიდემოკრატიული კურსი

გერმანიის ახალი მთავრობა მოუწოდებს ოცნებას, შეცვალოს ანტიდემოკრატიული კურსი

გერმანიის ახალი მთავრობა ქართულ ოცნებას მოუწოდებს, უარი თქვას დეზინფორმაციაზე, ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიულ რიტორიკაზე, შეცვალოს ანტიდემოკრატიული კურსი და შეწყვიტოს თავდასხმა გერმანიის ელჩზე პიტერ ფიშერზე.
ეს ნათქვამია წერილში, რომელიც გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფორმულას კითხვის პასუხად გამოუგზავნა.
"გერმანია და ევროკავშირი იმეორებენ მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, შეწყვიტოს ევროპის პოზიციებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით ყალბი ნარატივების გავრცელება და შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერაციული მთავრობის პოზიციას.
შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ გრძელდება აგრესიული რიტორიკა ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიმართ. გერმანიის ელჩზე თავდასხმა მიუღებელია", - ვკითხულობთ წერილში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.