გერმანია უკრაინას კიდევ 20 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-სა და საბრძოლო მასალას გადასცემს

22 ნოემბერს გერმანიის მთავრობამ განაახლა უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების სია. იგი მოიცავს 20 ერთეულ ქვეითთა საბრძოლო მანქანას (MARDER), 2 ათასზე მეტ 155 მმ-იან საბრძოლო მასალას, ასევე საინჟინრო და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებს და კრიპტოფონებს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა კიევში უკრაინელ კოლეგასთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრის დროს.
პაკეტში შედის ოთხი Iris-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემა და 20 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა გერმანიამ ს Iris-T ტიპის სისტემები გამოუყო.
დახმარების პაკეტში ასევე შედის 60 სადაზვერვო დრონი, დრონების წინააღმდეგ საბრძოლველი 20-ზე მეტი რადარი და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები.

გერმანული თანამედროვე Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემები გამოიყენება ს საჰაერო თავდასხმებისგან უკრაინის ქალაქების დასაცავად. რუსეთის თავდასხმებისას Iris-T-ის მეშვეობით დაჭერილია მრავალი რაკეტა და დრონი.

ასევე დაგაინტერესებთ