გერმანია მზად არის აშშ-სგან Patriot სისტემები შეისყიდოს და უკრაინას გადასცეს

გერმანია მზად არის უკრაინისთვის აშშ-სგან იყიდოს Patriot სისტემები. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რომში “უკრაინის აღდგენის კონფერენციის” ფარგლებში განაცხადა.
“ამ საკითხზე საუბრები მაქვს აშშ-ის მთავრობასთან და პრეზიდენტ ტრამპთან. მზად ვართ აშშ-სგან დამატებითი Patriot სისტემები შევისყიდოთ და უკრაინისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ”, - განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ის აღნიშნულ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტს გასულ ხუთშაბათს, 3 ივლისს, ესაუბრა და ამ სისტემების მიწოდება სთხოვა.
“ამერიკელებს თავად სჭირდებათ ზოგიერთი მათგანი, მაგრამ მათ კიდევ ძალიან ბევრი აქვთ”, - აღნიშნა მერცმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.