ბორის პისტორიუსი – გერმანია უკრაინისთვის Taurus-ების და Patriot-ების გადაცემას არ გეგმავს

გერმანია არ გეგმავს უკრაინას Taurus-ის ტიპის საჰაერო ფრთოსანი რაკეტები და ამერიკული Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები გადასცეს, რომელიც მისი არმიის შეიარაღებაშია, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
„გერმანიაში მხოლოდ ექვსი დაგვრჩა. ეს მართლაც ძალიან ცოტაა, განსაკუთრებით ნატო-ს მიზნების გათვალისწინებით, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. ნამდვილად ვეღარ მივცემთ მეტს“, – აღნიშნა პისტორიუსმა Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე საუბრისას.
ამასთან, მისი თქმით, განიხილავს წინადადებას, რომელიც მან გასულ თვეში აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეტს წარუდგინა და რომელიც გერმანიას საშუალებას მისცემს, აშშ-სგან კიევისთვის Patriot-ის ორი სისტემა შეიძინოს.
ბორის პისტორიუსმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ Taurus-ის რაკეტებს არ მიაწვდის.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“