გერმანია დარბევაზე პასუხისმგებელ ქართველ მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით დამატებით შეზღუდვებს უწესებს

გერმანია დარბევაზე პასუხისმგებელ ქართველ მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით დამატებით შეზღუდვებს უწესებს
 “თითქმის 3 თვეა ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი მომავლისთვის ევროკავშირში და აპროტესტებს ხელისუფლების კურსს. დაშინება, დაკავება და ძალადობა გრძელდება. დღეს გერმანიამ შემოიღო დამატებითი აკრძალვები ქართველი მაღალჩინოსნების ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, რომლებიც რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელნი” | ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
 ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად ვის ეხება აღნიშნული შეზღუდვები
 მანამდე, გერმანიამ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ 31 დეკემბერს გამოაცხადა. მაშინ სიაში ოლიგარქის პოლიციის მაღალჩინოსნები და “ოცნების” არალეგიტიმური დეპუტატი მოხვდნენ:
• ვახტანგ გომელაური – შს მინისტრი;
• ვაჟა სირაძე – -ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი;
• ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება – -ის გდდ-ის უფროსი;
• დიმიტრი სამხარაძე – პარლამენტის წევრი;
• მირზა კეზევაძე – გდდ-ის უფროსის მოადგილე;
• თეიმურაზ კუპატაძე – შსს-ს კრიმპოლის უფროსი;
• ლაშა ჯოხაძე – შსს-ს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი;
• თეიმურაზ კალანდაძე – შსს-ს კახეთის პოლიციის უფროსი;
• ლაშა სალუქვაძე – შსს-ს ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება