ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიამ საპროტესტო აქციების "ჩახშობაზე პასუხისმგებელ" ქართველ მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვები დაუწესა

გერმანიამ საპროტესტო აქციების "ჩახშობაზე პასუხისმგებელ" ქართველ მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვები დაუწესა

გერმანიამ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები“, ქვეყანაში შესვლის შესახებ დამატებითი აკრძალვები დაუწესა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დაახლოებით სამი თვეა, ქართველი ხალხი ევროკავშირში მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს ხელმძღვანელობის კურსის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე გამოდის. ისინი კვლავ დაშინების, დაკავებებისა და ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან. გერმანიამ დღეს ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები, ქვეყანაში შესვლის შესახებ დამატებითი აკრძალვები დაუწესა“, - წერს გერმანიის საგარეო უწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.