არქივი16 აგვისტო, 2024, 16:07
გერმანია აშშ-სგან ასობით ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტას შეისყიდის
გერმანია აშშ-სგან ახალი თაობის ასობით ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტას შეისყიდის. აღნიშნული რაკეტები Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებით გამოიყენება.
ამ პაკეტის ფარგლებში გერმანია, ჯამში, $5 მილიარდის ოდენობის რაკეტებს შეისყიდის აშშ-სგან.
მანამდე, გერმანიამ ამერიკული RTX-სგან $2.4 მილიარდის ოდენობის Patriot-ის სარაკეტო ბატარეა შეიძინა.
“[გაყიდვა] ხელს შეუწყობს გერმანიის მიზანს, გააძლიეროს ეროვნული და ტერიტორიული თავდაცვა, ისევე, როგორც აშშ-სა და NATO-ს ძალებთან თანამოქმედება” – წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.