არქივი10 აგვისტო, 2024, 11:41
Reuters - ირანი რუსეთს ასობით ბალისტიკურ რაკეტას გადასცემს
ირანი რუსეთს ასობით ბალისტიკურ რაკეტას გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროპული დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, Fath-360-ისა დ Abibal-ის ტიპის ბალისტიკური სარაკეტო სისტემების მიწოდების შესახებ რუსეთის წარმომადგენლები თეირანს 2023 წლის დეკემბერში შეუთანხმდნენ.
Fath-360-ის სისტემა 120 კმ მანძილზე მოქმედ რაკეტებს უშვებს.
ევროპული დაზვერვის წყაროების განცხადებით, ათობით რუსი სამხედრო მოსამსახურე ირანში ბალისტიკური რაკეტების სისტემების გამოყენებას სწავლობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.