გერმანიაში, ჰიგიენის საშუალებების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, ჰიგიენის საშუალებების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 41 წლის მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ ის ბერმენის ცენტრალურ სადგურზე აიყვანა.
სამართალდამცველების მიერ გავრცელებულ განცხადებაშივკითხულობთ, რომ საქართველოს მოქალაქეს ოთხი სავსე ჩანთა ჰქონდა. ჩხრეკისას ბარგში საეჭვო პროდუქცია იპოვეს, რომლის წარმომავლობა ამ დრომდე უცნობია.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეჭვის გაფანტვის მიზნით კაცმა თქვა, რომ ეს ჩანთები მისი არ იყო.
პოლიციამ კაცი ადგილზევე დააკავა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება გრძელდება.
,,მთავარი არხი”

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ