არქივი14 თებერვალი, 2024, 06:07
იტალიაში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
იტალიაში, ტელეფონების ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, ამ დრომდე, ეძებენ კიდევ ერთ თანამზრახველს.
იტალიური მედიის ცნობით, 29 და 31 წლის ქართველებმა ერთ-ერთი მაღაზიიდან 3 ტელეფონი მოიპარეს.
ქართველები მაღაზიის დაცვამ იმ დროს დააკავა, როდესაც მოპარულ ტელეფონებს ქურთუკის ჯიბეში მალავდნენ და მაღაზიის დატოვებას ცდილობდნენ.
მათ 4-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.