არქივი26 აგვისტო, 2024, 21:22
ბურკინა-ფასოში ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა
ბურკინა-ფასოში ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ალ-ქაიდამ“ აიღო.
ბურკინა-ფასოს უშიშროების მინისტრმა, მაჰამადუ სანამ განაცხადა, რომ მთავრობამ თავდასხმას სახმელეთო და საჰაერო ძალებით უპასუხა და დაღუპულთა შორის მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად ჯარისკაცებიც არიან.
„არ ვაპირებთ ასეთ ბარბაროსობას შევეგუოთ“,- განაცხადა სანამ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.