არქივი15 იანვარი, 2024, 21:23
გერმანიაში სიგარეტის ქურდობისთვის 1 ქართველი დააკავეს, 2-ს ეძებენ
გერმანიაში სიგარეტის ქურდობისთვის ერთი ქართველი დააკავეს, ორ ადამიანს კი ეძებენ. გერმანიის პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილებიც ქართველები არიან.
12 იანვარს, ზეჰაუზენის რაიონში სამმა კაცმა სუპერმარკეტიდან დიდი რაოდენობით სიგარეტის კოლოფები მოიპარა. მათ ადგილიდან წასვლა შეუმჩნევლად შეძლეს, თუმცა, ერთ-ერთმა მოწმემ ქურდობა შეამჩნია და პოლიცია გამოიძახა.
პოლიციამ დამნაშავეები ახლომდებარე სუპერმარკეტთან დაინახა, სადაც ერთ-ერთი მათგანი დააკავა. დანარჩენებმა კი ადგილიდან გაქცევა შეძლეს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, გაქურდეს თუ არა დამნაშავეებმა ეს მაღაზიაც.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.