არქივი15 იანვარი, 2024, 19:27
გერმანიაში სიგარეტის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს | ორი თანამზრახველს პოლიცია ეძებს
გერმანიაში სიგარეტის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ორ ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ.
მედიის ცნობით, ქართველმა კაცმა სუპერმარკეტის ტერიტორია ორ თანამზრახველთან ერთად დატოვა. პოლიციამ ისინი სხვა სუპერმარკეტის ავტოსადგომზე იპოვა. სანამ საქართველოს მოქალაქის ვინაობა დგინდებოდა, ორმა თანამზრახველმა გაქცევა მოახერხა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.