ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიაში მომხდარი თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია

გერმანიაში მომხდარი თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია

დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ მანჰაიმში ორშაბათს ავტომბილი მოქალაქეებს შეეჯახა, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი სერიოზულადაა დაშავებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციას განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
სამართალდამცავებმა მანქანის მძღოლი დააკავეს, რომელმაც მოგვიანებით თქვა, რომ მარტო მოქმედებდა და საზოგადოებას სხვა საფრთხე არ ემუქრება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მძღოლი, რომელიც ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა, 40 წლის გერმანელი მამაკაცია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ცნობები არ გაუვრცელებია. დანამდვილებით ჯერჯერობით ისიც უცნობია, მძოლი წინასწარ განზრახვით მოქმედებდა, თუ ამას გერმანიაში საკარნავალო ღონისძიებებთან ჰქონდა კავშირი. პოლიცია ეჭვმიტანილის ვინაობის დასახელებაზე უარს ამბობს.
გერმანიაში ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე თავდასხმა მოხდა - მეტწილად სწორედ ავტომობილებით ფეხით მოსიარულეებთან შეჯახებით. მათ შორის გასული წლის ბოლოს, დეკემბერში, მაგდებურგში, გასულ თვეში მიუნხენში. ასევე ცივი, ბასრი იარაღით მოქალაქეების დაჭრა მანჰაიმში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.