ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიაში ეძებენ ქართველს, რომელმაც ცოლს ტრამვაიში ცეცხლი წაუკიდა

გერმანიაში ეძებენ ქართველს, რომელმაც ცოლს ტრამვაიში ცეცხლი წაუკიდა

გერმანიის პოლიცია სასტიკ დანაშაულში მხილებულ 46 წლის ქართველ კაცს ეძებს. თენგიზ კაკიაშვილმა მგზავრ ქალს ტრამვაიში აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევა ქალაქ გერაში მოხდა.
გერმანელი მაღალჩინოსნების ცნობით, მგზავრებმა ტრამვაიში სასწრაფო დახმარების ღილაკს დააჭირეს, რის შემდეგაც კარი გაიღო და დამნაშავე გაიქცა. ცეცხლი ტრამვაის მძღოლმა ცეცხლმაქრით ჩააქრო. მძიმედ დაშავებულ ქალი სამაშველო ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გერმანიის პოლიცია აცხადებს, რომ დამნაშავე საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.