როდესაც პრეზიდენტი აგვისტოს ომის წაგებიდან ერთ კვირაში აგზავნის თვითმფრინავს გერმანიაში „კბენითი თერაპიის სპეციალისტის“ ჩამოსაყვანად, ეს მხოლოდ დანაშაული არ არის – ეს ქვეყნის სირცხვილია

როდესაც პრეზიდენტი აგვისტოს ომის წაგებიდან ერთ კვირაში აგზავნის თვითმფრინავს გერმანიაში „კბენითი თერაპიის სპეციალისტის“ ჩამოსაყვანად, ეს მხოლოდ დანაშაული არ არის – ეს ქვეყნის სირცხვილია
„როცა ადამიანი იპარავს 9 მილიონ ლარს ბიუჯეტიდან და ამას ახმარს თავის კეთილდღეობას, ეს დიდი დანაშაულია, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა სასამართლოს მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯის თემის კომენტირებისას.
მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტი აგვისტოს ომის წაგებიდან ერთ კვირაში აგზავნის თვითმფრინავს გერმანიაში „კბენითი თერაპიის სპეციალისტის“ ჩამოსაყვანად, ეს მხოლოდ დანაშაული არ არის – ეს ქვეყნის სირცხვილია.
„ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი იხარჯება პრეზიდენტისთვის გასახდომ პროცედურებზე, ბოტოქსის გაკეთებაზე, მეგობრებისთვის საჩუქრების შეძენაზე და ა.შ., ეს მიიჩნევა დანაშაულად. აქ მორალზეც არის საუბარი. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის წაგებიდან ერთ კვირაში აგზავნის სპეციალურ თვითმფრინავს გერმანიაში „კბენითი თერაპიის სპეციალისტის“ ჩამოსაყვანად, ეს მხოლოდ დანაშაული არ არის – ეს არის სირცხვილი ქვეყნის და იმ ქვეყნის პრეზიდენტის, რომელმაც ომიდან ერთ კვირაში მოიცალა ამ ყველაფრისთვის და დახარჯა ბიუჯეტის ფული“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე