ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამსტერდამის აეროპორტმა, დიდთოვლობის გამო, 150 ფრენა გააუქმა

ამსტერდამის Schiphol-ის აეროპორტმა დაახლოებით 150 შიდა და გარე ფრენა დიდთოვლობის გამო გააუქმა. ამის შესახებ Usnews-ი წერს.
Schiphol-ის ვებსაიტზე შუადღისას თითქმის 150 შემომავალი და გამავალი ფრენა იყო დაგეგმილი, რომელიც გაუქმდა. ჰოლანდიურმა ავიაკომპანიამ KLM, რომელიც აეროპორტის მთავარი მომხმარებელია, ჰოლანდიურ საინფორმაციო სააგენტო ANP-ს განუცხადა, რომ შუადღისას და საღამოს 65 ევროპული ფრენაა გაუქმებული.
დიდთოვლობაა ევროპის სხვა ქალაქებში. წუხელ მიუნხენის აეროპორტში ავსტრიული ავიაკომპანიის Bairline-ის ბიზნეს-ჯეტი თოვლის მასის ზეწოლის გამო აყირავდა, მეორე თვითმფრინავი კი ასაფრენ ბილიკზე გაიყინა. დიდთოვლობის გამო მიუნხენის აეროპორტში ფრენები გამოდარებამდე გადაიდო.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.