ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიაში ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცვას გეგმავენ

გერმანიაში ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ერთდღიან გაფიცვას გეგმავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, გაფიცვამ, შესაძლოა, დიდი შეფერხებები გამოიწვიოს ფრანკფურტის, მიუნხენის, ჰამბურგის, ბერლინისა და დიუსელდორფის აეროპორტებში.
ვერდის პროფკავშირის განცხადების თანახმად, გაფიცვა 7 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე დაიწყება და 8 თებერვლის 07:10 საათამდე გაგრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.