ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიაში ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, გაფიცვას გეგმავენ

გერმანიაში ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თანამშრომლები, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, გაფიცვას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღნიშნული ქმედება გავლენას მოახდენს ავიაკომპანიიდან ფრენებზე ფრანკფურტის - გერმანიის ყველაზე დატვირთული აეროპორტის - მიუნხენის, ჰამბურგის, ბერლინისა და დიუსელდორფის აეროპორტებში.

„რადგან ყველა სახმელეთო თანამშრომელი, მოვლა-პატრონობიდან დაწყებული მგზავრებითა და თვითმფრინავებით დამთავრებული, მოწვეული იქნება გაფიცვაზე, ეს დიდი ალბათობით გამოიწვევს სერიოზულ გაუქმებებს და შეფერხებებს“, - აცხადებენ პროფკავშირებში.

ვერდის პროფკავშირის განცხადების თანახმად, გაფიცვა 7 თებერვალს, ადგილობრივი დროით, 04:00 საათზე დაიწყება და 8 თებერვლის 07:10 საათამდე გაგრძელდება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.