ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-მა ბელარუსის 8 მოქალაქეს და 11 კომპანიას სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსის 8 მოქალაქეს და 11 კომპანიას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სანქციები შეეხო ბელარუსის წითელი ჯვრის გენერალურ მდივანს დიმიტრი შევცოვს, ასევე ბიზნესმენებს ალექსანდრ შაკუტინს, პაველ ტოპუზიდისს და ვიქტორ პეტროვიჩს.
ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ სანქციები დაკავშირებულია „ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან“, რაც ხელს უწყობს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ოჯახის გამდიდრებას და ასევე უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის მხარდაჭერას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.