არქივი17 მარტი, 2025, 17:08
,,გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2025 წელს უკრაინის დახმარება €3 მილიარდით გაზარდოს” – ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2025 წელს უკრაინის დახმარება 3 მილიარდი ევროთი გაზარდოს. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა:
“მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის ძირითადი კანონით გათვალისწინებული ინვესტიციების გარდა, ჩვენ საბოლოოდ გამოვყოფთ კიდევ 3 მილიარდ ევროს უკრაინის მხარდასაჭერად 2025 წელს. ეს ნიშნავს, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის 7 მილიარდი ევროს მიწოდებას, როგორც ეს გასულ წელს გააკეთა”
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.