ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გენო პეტრიაშვილი: ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს

გენო პეტრიაშვილი: ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს

ოლიმპიური ჩემპიონმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა გენო პეტრიაშვილმა „ინსტაგრამზე“ პოსტს დაწერა, რომ ემიჯნება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს.
„ჩვენ არასდროს გაგვიცვლია სამშობლო, ხალხისა და გულშემატკივრის სიყვარული! ეს არის უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი ყოველი ჩვენგანისა! ის, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, არის მიუღებელი და არაკორექტული. ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სწორედ ამიტომ მეც, ისევე როგორც ჩემს მეგობრებს, მიმაჩნია, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი“, – დაწერა მან.
მანამდე ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური შეხედულებები "მიუღებელია". ამის შესახებ მან ღონისძიების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
13 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით დააჯილდოვა. ათონელის რეზიდენციის წინ გაიმართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ჯილდო გადასცა პარალიმპიურ და ოლიმპიურ პრიზიორებს, ასევე ოლიმპიური ნაკრების წევრებს.
პრეზიდენტმა ცერემონიაზე მიიწვია ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, თუმცა ღონისძიებას არცერთი მათგანი არ დაესწრო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.