არქივი28 მაისი, 2026, 00:12
გელა მთივლიშვილი: მადლობა კრიტიკულ მედიას (qartli.ge-ს საგანგებოდ გამოვყოფ), რომელმაც ეს ამაზრზენი ფაქტი საზოგადოებრივი დღის წესრიგის ცენტრში მოაქცი

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი:
განსაკუთრებული მადლობა ჟურნალისტებს ლადო ბიჭაშვილს და გიორგი ახალკაცს, რომლებმაც მილიციელების ხროვის მიერ გორში ჩადენილი დანაშაული გადაიღეს და გაავრცელეს.
სისტემის მხილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან საჯაროობაა ერთადერთი ბერკეტი, რომელიც რეჟიმის ნამდვილ, მახინჯ სახეს კიდევ ერთხელ ააშკარავებს და საზოგადოებას აჩვენებს.
მადლობა კრიტიკულ მედიას (qartli.ge-ს საგანგებოდ გამოვყოფ), რომელმაც ეს ამაზრზენი ფაქტი საზოგადოებრივი დღის წესრიგის ცენტრში მოაქცია.
დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რატომ იხევა რეჟიმი (ივანიშვილები, პაპუაშვილები, კობახიძეები და სხვები) შუაზე, რომ კრიტიკული მედია გააქროს – ეშინიათ ყველაფრის და ყველასი, რაც მათ დანაშაულებრივ სახეს სამუდამოდ აფიქსირებს!
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.