გელა ზედელაშვილი: ერთხელ იბილწა, ბილწად მოიხსენია შალვა პაპუაშვილი და ლადო ბოჟაძე – დააჯარიმეს…

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი:  ბილწი ვახო!

ეჰ… ისევ დაადეს… ბორკილები… წაიყვანეს… თან იღიმოდა, თან – ვერა, მხოლოდ საულვაშეში ეცინებოდა, მაგრამ ეს არ იყო ლაღი სიცილი, საულვაშედან შიშიც გამოსჭვიოდა.

ერთხელ იბილწა, ბილწად მოიხსენია შალვა პაპუაშვილი და ლადო ბოჟაძე – დააჯარიმეს, აუხსნეს, აღარ ქნაო. მაინც იბილწა, მაინც ქნა, თან თავისებურად, ვირეშმაკურად და აჰა, ვინ აპატიებდა? წაიყვანეს შიშნარევი ღიმილით, ამჯერად 14 დღით.
თუ კიდევ იბილწებს, კიდევ დაადებენ… ბორკილებს, კიდევ წაიყვანენ ,,კურორტზე” უფრო მეტი დღით. ამას წინებზე რომ ჩასვეს 3 დღით, თვითმხილველები იძახიან, სუ ეძინა, ჯდომის ვადა რომ ამოეწურა, ძლივს გავაღვიძეთო. ახლა უფრო კარგად გამოიძინებს. თუ ვერ გამოიძინებს, არც ეგ არი პრობლემა, შეაგინებს ბოჟაძეს და ისევ შეაბრუნებენ გამოსაძინებლად.

ისე, ამას რომ ვუყურებ, ისეთი ,,რაზგონი” აქვს აღებული, თავის ჯდომას წლებში გადაზრდის და როგორც ამ საქმის მცოდნე ხალხი იძახის, შეიძლება მაყურებელიც გახდეს… ოღონდ თავისი გადაცემებისა.

ეჰ… ისევ დაადეს… ბორკილები!

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება