გელა გელაძე – უნგრელ კოლეგასთან განვიხილე თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, რომელიც პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას, ორგანიზებულ დანაშაულს, კიბერუსაფრთხოებასა და მიგრაციას შეეხება

უნგრელ კოლეგასთან განვიხილე თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, რომელიც შეეხება პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას, ორგანიზებულ დანაშაულს, კიბერუსაფრთხოებასა და მიგრაციას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.
“უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივ ფორმატში, შეხვედრა გავმართეთ ჩემს უნგრელ კოლეგასთან, ბატონ პინტერთან, რომელთანაც საუბარი გვქონდა არსებული მემორანდუმებისა და შეთანხმებების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის შედეგებზე. ასევე, განვიხილეთ სამომავლო გეგმები, რომელიც შეეხება პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას, ორგანიზებულ დანაშაულს, კიბერუსაფრთხოებასა და მიგრაციას,“ – განაცხადა გელაძემ.
-ს ინფორმაციით, უნგრელ კოლეგა შანდორ პინტერთან შეხვედრის შემდეგ, მინისტრმა მონაწილეობა მიიღო უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში, რომელიც საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი