თქვენი მშვენიერი სახელმწიფო, რომელიც ათიათასწლიანი ცივილიზაციაა, არის თქვენი საგანძური, სამომავლო კეთილდღეობისა და სწრაფი ზრდის საფუძველი, ცივილიზაციათა შორის ხიდი – იმედი მაქვს, აშშ და ევროკავშირი პატივს სცემენ ამ გეოგრაფიას და იქნებიან მეგობრულები

თქვენი მშვენიერი სახელმწიფო, რომელიც ათიათასწლიანი ცივილიზაციაა, არის თქვენი საგანძური, სამომავლო კეთილდღეობისა და სწრაფი ზრდის საფუძველი, ცივილიზაციათა შორის ხიდი – იმედი მაქვს, აშშ და ევროკავშირი პატივს სცემენ ამ გეოგრაფიას და იქნებიან მეგობრულები
აუცილებელია, რომ სამხრეთ კავკასიას თავიდან აარიდოთ დასავლეთის თამაშებში პაიკად ყოფნა, – ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის პრეზიდენტმა, ჯეფრი საქსმა, „თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯეფრი საქსის თქმით, საქართველო არის არამარტო სატრანსპორტო, არამედ, ცივილიზაციათა შორის ხიდი და ის არის ქართველების საგანძური, რომელიც უზრუნველყოფს სამომავლო კეთილდღეობას.
“თქვენი მშვენიერი სახელმწიფო, რომელიც ათიათასწლიანი ცივილიზაციაა, თქვენი წვლილი მსოფლიოში, თქვენი ლამაზი ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა, თქვენი ქვეყანა, როგორც სოფლის მეურნეობის ჰაბი, წარმოების ცენტრი, მოწინავე IT ცენტრი და არამარტო სატრანსპორტო ხიდი, არამედ, ცივილიზაციათა შორის ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის – არის თქვენი საგანძური, სამომავლო კეთილდღეობის წყარო და სწრაფი ზრდის საფუძველი. ეს არის მიზეზი, რომ შეინარჩუნოთ მშვიდობა. იმედი მაქვს, რომ აშშ და ევროკავშირი პატივს სცემენ ამ გეოგრაფიას, იქნებიან მეგობრულები და არ ეცდებიან თავიანთი ძალაუფლების გაფართოებას ისე, რომ საფრთხე შეუქმნან თქვენს ქვეყანას.” – განაცხადა ჯეფრი საქსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით