გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გეკა გელაძე “სხვა უწყებაში” გადაიყვანეს. ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, გელაძე შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა გეკა გელაძეს “გაწეული საქმიანობისთვის” და თქვა, რომ ის არის “გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი და გამორჩეული პროფესიონალი. როგორც შს მინისტრის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის, ორგანიზებული, ნარკოტიკული და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში”.

ირაკლი კობახიძის თქმით, “გეკა გელაძე დაიკავებს შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას და თავისი ცოდნითა და გამოცდილებით მნიშვნელოვნად გააძლიერებს შსს-ს გუნდს”.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?