გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 დეკემბერს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში წოდორეთი, მსხალდიდი, მუხათწყარო, ზემო ლისი, ბევრეთი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბოჭორმა, ომარაულები და მიმდებარე სოფლებში; 18:00-დან 21:00 საათამდე აბონენტებს ზაჰესში პლატინის, მუხათგვერდის, ჯვრის ასახვევის, სოფელ გლდანის და მიმდებარე ტერიტორიაზე.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.