ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კერძოდ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 დეკემბერს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მაგრანეთი, ყუდრო, ვეძათხევა, ზურაბები და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბაგა, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 14:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფასანაური, წიფორი, ქოჩორაანი, ქავთარაანი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.