პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 დეკემბერს 10:00 საათიდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბაზალეთი, ჩანადირთკარი, უნდილაანთკარი, მილახვრიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხვარიჭამია, ბურიანი არაშენდა, შანკევანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძეგვი, ხეკორძი, ნიჩბისი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.