გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
კერძოდ, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ნოემბერს 15:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შუწყდებათ აბონენტებს სოფლებში ლისი, ზემო ლისი, მსხალდიდი, წოდორეთი, ასევე სოფელ დიღომში ხატაეთის, ბერტა ფონ ზუტნერის, ჰუბერტის, შერმადინის, ბარონ დე ბაის, ხატაეთის, ანდრონიკაშვილის, შმერლინგის ქუჩებზე.
30 ნოემბერს 12:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში დენი რამდენიმე საათით გაეთიშებათ აბონენტებს სოფელი დიღომში ლევან რჩეულიშვილის, რენე შმერლინგის, ანდრონიკაშვილის, ნანეიშვილის, ცამეტი ასურელი მამის, ისიდორე დოლიძის, როსტევანის, ჯანიაშვილის, შერმადინის, ვახუშტი ბატონიშვილი და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ჩალიპირები, ლისი, ნაფეტვრები, მუხათწყარო.
1 დეკემბერს 12:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად