ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს, 10:10 საათიდან 18:10 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ქედის ბოლოს, მიხეილ ჯავახიშვილის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაღაროსკარი, თვალივი, ჩარგალი, გუდრუხი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში გმირის, მუხრანის, საგურამოს, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებზე.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.