გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივნისს 01:00 საათიდან 03:00-საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მსხალდიდი, წოდორეთი, ქვემო ლისი, ზემო ლისი და მიმდებარე სოფლებში.
„30 ივნისს 05:00-დან 09:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, ზედაზენი და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნატახტარი და საგურამო. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“